en
ge

ინიციატივა

გურია. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  ოზურგეთის #1 და სოფელ ბახვის საჯარო სკოლებში მოქმედი სამოქალაქო კლუბების ინიციატივით ერთობლივი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაში სკოლების ინიციატივით ოზურგეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის აღსაზრდელებიც ჩაერთნენ. ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოაწყვეს ასფალტზე ხატვა, ეწვივნენ ექადიის მამათა მშენებარე მონასტერს და რეზიდენციას. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც დაისახა - მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, მომავალშიც ეწვიონ კომპლექსს და მიიღონ მომნაწილეობა მის დასუფთავება-მოწესრიგებაში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების საანგენტოს დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორი გურიაში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრია. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)