en
ge

EMC-ისა და მწვანე ალტერნატივას შეხვედრა ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში დასაქმებულ მუშებთან

იმერეთი. 27-29 მარტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლები საქართველოს 3 ქალაქში (ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა) დასაქმებულ მუშებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი იყო როგორც აღნიშნულ ქალაქებში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამოკვეთა, ასევე დასაქმებულთა პრობლემების იდენტიფიცირება და პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.
სპეციფიკური პრობლემების გარდა, დასაქმების ადგილებზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც საერთოა მუშებისთვის სამივე ქალაქში. ორგანიზაციებთან შეხვედრისას, დასაქმებულებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს „შრომის არასათანადო ანაზღაურებაზე, შრომის პირობებსა და შრომის უსაფრთხოების პრობლემებზე. მათი თქმით, მათი ანაზღაურება არ შეესაბამება მათ შრომას, არ ხდება ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება, ხოლო შრომის პირობები საკმაოდ მძიმეა და ხშირად შრომითი უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დარღვეული საწარმოს მხრიდან. გარდა ამისა, მუშები მიუთითებენ საწარმოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემასა და არაეფექტურ/არასაკმარის სოციალური დაცვის მექანიზმებზე, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუარესებაზე".
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)