en
ge

დეკლარაცია მედიის შრომით უფლებებზე

თბილისი. 24 მარტს, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის" ინიციატივით, მედიის თანამშრომელთა შრომით უფლებებზე დისკუსია გაიმართა. გარდა ამისა, მედიის, საზოგადოებრივი არხის პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „მედიის შრომითი უფლებების საკითხებზე, ინსტიტუციური დიალოგის განვითარების შესახებ".
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია" ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად ახორციელებს რეგიონალური მასშტაბის ევროკავშირის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში ასოციაცია გეგმავს შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რათა შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, დაგეგმილია ტრენინგები და რიგი ღონისძიებები.
სრულად
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)