კახეთი. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია საკითხებზე ჰომოფობია და ლგბტ თემის წარმომადგენელ ქალთა უფლებები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე დისკრიმინაციას, საზოგადოების მხრიდან ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ დამოკიდებულებას და სხვა საკითხებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის წევრები, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.