en
ge

ამერიკის რეგიონების გაცნობისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გურია.  გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი PH International-თან თანამშრომლობით უკვე ორი წელია ახორციელებს ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას გურიაში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად შეიჭირვებული ახალგაზრდები უფასოდ სწავლობენ ინგლისურ ენას პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით. 
მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უკვე პირველი ნაკადის კურდსამთავრებულები გამოვლინდებიან. პროგრამა განახლდება 2012 წლის თებერვლის თვიდან. 
სასწავლო პროგრამის ნაწილია კურსის გამამდიდრებელი ღონისძიებების ორგანიზება თვეში ერთხელ, რომლის მიზანია მონაწილეთა ცოდნის ამაღლება ამერიკული კულტურის, ისტორიის, ტრადიციების შესახებ. 19 ნოემბერს ჩატარებული გამამდიდრებელი ღონისძიება ამერიკის რეგიონებისა და დიალექტების გაცნობას ისახავდა მიზნად და მას პროგრამის 20 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიებას გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში მოღვაწე ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე რეიჩელ ევარტსი უძღვებოდა. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იყო ბავშვებისათვის, ღონისძიებას სტუმრობდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი.
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023