სამცხე–ჯავახეთი. 16 ნოემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ინიციატივით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ბავშვთა ნახატების გამოფენა „ტოლერანტობა - ეს არის სიყვარული".
გამოფენაზე წარმოადგენილი იყო 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების ნამუშევრები. ჟიურიმ სამი საუკეთესო ნახატი გამოავლინა, რომელთა ავტორებსაც ორგანიზაცია ,,ტოლერანტმა" სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნამუშევრები ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. გამოფენის მიზანია ტოლერანტული ღირებულებების განვითარება, რათა მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მრავალფეროვნება უნივერსალური ღირებულებაა.