en
ge

დისკუსია არასრულწლოვანთა ქორწინების პრევენციის საკითხებზე

კახეთი. თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ნადიკვარის" ინიციატივით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ეთნიკური უმცირესობების თემებში ადრეული ქორწინების პრევენცია. შეხვედრაზე ისაუბრეს არასრულწლოვან გოგონათა უფლებების შესახებ, განიხილეს ქორწინების სამართლებრივი რეგულაციები და ყურადღება არასრულწლოვანთა ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებზეც გაამახვილეს.
ორგანიზაცია ,,ნადიკვარის" პროექტების მოძიების მენეჯერის განცხადებით, მრგვალი მაგიდის მონაწილეების მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გოგონათა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა რეგლიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობისათვის კახეთის რეგიონში:
,,მრგვალი მაგიდის მონაწილეები დაეხმარებიან კახეთის რეგიონის სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობას გენდერული სტერეოტიპების მიმართ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დაძლევაში. ასევე, მრგვალი მაგიდის წევრები ხელს შეუწყობენ პროექტით გათვალისწინებულ საინფორმაციო კამპანიის წარმართვას".
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ვეჟინი", „ნადიკვარი" და „ფიროსმანი". პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)