en
ge

ტრენინგი თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი”

თბილისი. 19 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში ჩატარდა ტრენინგი „ჯანსაღი ცხოვრების წესი”. ტრენინგს ესწრებოდა  28 მოსწავლე სასკოლო სამოქალაქო კლუბებიდან. ახალგაზრდებმა მიიღეს  ინფორმაცია ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნებლობის შესახებ, ნახეს ვიდეო ფილმი „სტიგმა" და მონაწილეობა მიიღეს ფილმის განხილვაში. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს დაურიგეს საინფორმაციო მასალა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. 
ტრენინგი გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია RTI International. 
სრულად
წყარო: civics.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)