en
ge

კოალიციის განცხადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტზე

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას. კოალიციას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.
„კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზება და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპის გაძლიერება არასრულწლოვნებთან მიმართებით. აღნიშნული კოდექსი მართლმსაჯულების ახალ სტანდარტებსა და ნორმებს ამკვიდრებს არამხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების, არამედ დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნების მიმართაც. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, ნასამართლობის გაქარწყლებას, განრიდების ინსტიტუტს, სპეციალიზებული მოსამართლეებისა და პროკურორების მომზადებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს..", ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)