en
ge

არასამთავრობოების განცხადება კანონპროექტზე...

თბილისი. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით". უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.
„კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების ...თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა ინიცირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კანონპროექტში გაკეთდა მითითება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე, იგი კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს დეკლარირებული მოტივაცია, ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოკლებულია დამაჯერებლობას”, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, „არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სათანადოდ გაიაზრონ დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და არ მიიღონ აღნიშნული ნორმა, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსობრივ ცვლილებებს განიცდის იგი. ამასთანავე, აუცილებლად მივიჩნევთ, ნაცვლად ახალი რეგულაციის შემუშავებისა, სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური პოლიტიკა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმების სათანადო აღსრულების მიზნით, კერძოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების განუხრელად დაცვის კუთხით".
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023