en
ge

ბათუმის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

აჭარა. 17 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. სადაც 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. 2014 წლის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვიცე– მერმა და მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ წარუდგინეს. თუ როგორ და რამდენით შესრულდა ანგარიში, რა ნაკლოვანებები იყო წინა წელს და რა არის გასათვალისწინებელი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას ამ და სხვა საკითხებზე კომისიის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია მიმდინარე წლის პირველ მაისამდე წარუდგინოს საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023