თბილისი. 20 აპრილს, ფრონტლაინ ჯორჯიაში გაიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ახალი ვებგვერდის www.mediachecker.ge პრეზენტაცია.
www.mediachecker.ge – ვებპორტალი, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი. მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად აკვირდება მედიასაშუალებებს და დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, მოკლე სიახლეებსა და საავტორო სვეტებს ამზადებს.
პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და დოიჩე ველე აკადემიასთან პარტნიორობით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში