en
ge

დევნილი ქალების პრობლემები და მათ გაშუქება

შიდა ქართლი. ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა" (IWPR) „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან" (UN Women) ერთად დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ქალთა პრობლემების უკეთ გაშუქების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება.  გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ახალგაზრდა დევნილი ქალებს სწორედ ეს პროექტი წარუდგინეს. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა  ჟურნალისტებს კომპაქტურ დასახლებებში არსებული პრობლემები გააცნეს, რომლებსაც დევნილი ქალები აწყდებიან. ჩატარებული კვლევების მიხედვით იკვეთება, რომ დევნილთა დასახლებებში სულ უფრო იზრდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, გარდა ამისა იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა საკუთარი უფლებების შესახებ ბევრი არაფერი იციან.   
„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" მიერ შექმნილია მოქალაქე ჟურნალისტების ქსელი, რომელებიც ქალთა პრობლემებს გაშუქებენ. პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე (women-peace.net) აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები საკუთარ მასალებს უკვე ათავსებენ. პროექტის მიზანია, მეტი ქალის გაერთიანება სამშვიდობო და ქალთა უფლებების საკითხების ირგვლივ.
სრულად
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)