en
ge

საჯარო განხილვა

საჯარო განხილვა
აჭარა. 29 მაისს, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით,ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა პირველი საჯარო განხილვა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს ქალაქ ლაზიკას სტატუსის ამსახველი დებულება.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბათუმის საკრებულოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ლაზიკას განვითარების გეგმა გააცნეს. კონკრეტულად, როგორი იქნება ქალაქის სამართლებრივი სტატუსი, მისი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია. უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქალაქის მშენებლობის აუცილებლობამ. ცვლილებების პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება. საჯარო განხილვები გაიმართება ასევე ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისსა და თელავში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)