en
ge

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების განხილვა აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან

თბილისი. 22 ნოემბერს  საქართველოს ეწვევა დელეგაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიტოში" დილის 10 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ის გამოცდილება, რომელიც,  ამ მიმართულებით დააგროვეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა.  კოალიცია, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებს პოლონეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან  განიხილავს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საკითხს და იმსჯელებს კოალიციის სტრატეგიაზე. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გადასცემს ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალსტრომი.
სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემული აქვს მოლდოვას და უკრაინას.  ამ ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგს. შეხვედრაზე საუბარი იქნება  ამ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ეფექტურ მეთოდებზე.   შეხვედრის შედეგად შემუშავდება მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Policy Brief.   ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის  შესრულების მონიტორინგს კოალიცია საქართველოსთვის გადაცემისთანავე გეგმავს.
სამოქმედო გეგმის საქართველოსთვის გადაცემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)