en
ge

დისკუსია სასოფლო სამეურნეო კოოპერაციების შესახებ

შიდა ქართლი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოქსფამ დიდი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით 20 ნოემბერს, გორში გაიმართა სასოფლო–სამურნეო კოოპერაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლსა და მცხეთა–მთიანეთში არსებული კოოპერატივების, ფერმერთა ასოციაციების წევრები, დამოუკიდებელი ფერმერები და გორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. კანონპროექტზე მომუშავე ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ოქსფამის, ასოციაცია „ელკანასა" და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტებმა წარადგინეს შემუშავებული კანონპროექტი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია საკანონმდებლო პაკეტის სამომავლო რედაქციის შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სასოფლო–სამეურნეო კოოპერაციის დამაბრკოლებელ გარემოებებსა და მათ გამოსწორების შესაძლებლობებზე. აღინუსხა გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები მათი სამომავლო გათვალსწინების მიზნით.
მსგავსი ფორმატისა და შინარსის შეხვედრა დეკემბერში ოზურგეთში იგეგმება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)