en
ge

კახეთში პოლიტიკაში ქალთა მონაწილების გააქტიურების კამპანია დაიწყო

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები სამართლიანობისათვის" – აქტიურ პოლიტიკაში ქალთა გააქტირების მიზნით კახეთში კამპანია დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში 3 კვირიანი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე დაასრულა.
შეხვედრების მიზანს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენდა.
„დავიდივართ სოფელ-სოფელ და ქალებს ვასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, ასევე ვაცნობთ საკუთარ უფლებებს. ჩვენ არ ვგულისხმობთ იმას, რომ ყველა ქალბატონი, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ყველა საკრებულოს ან პარლამენტის წევრი გახდება. ისინი უნდა გაიზარდნენ როგორც ამომრჩევლები", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა ნათია ქევხიშვილმა.
აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიაში.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი იულია ბლეზიუსი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ქალების გააქტიურების მთავარი წინაპირობა საზოგადოების ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლებაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)