en
ge

შეხვედრა სამოქალაქო განათლების საკითხებთან დაკავშირებით

სამცხე-ჯავახეთი. 27 აპრილს, ახალციხეში, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პედაგოგები ერთმანეთს შეხვდნენ. ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მასწავლებლებმა სამოქალაქო განათლების სწავლებასთან დაკავშირებული თემები განიხილეს.
„შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო განათლების სწავლებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება. განვიხილეთ სწავლების ფორმები და მეთოდები, რაც გააადვილებს აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანას", განმარტა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში სამოქალაქო განათლების სპეციალისტების დეფიციტია. ამ საგანს ძირითადად ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ასწავლიან. ამიტომ მათ სისტემატურად სჭირდებათ განახლებული ინფორმაციის მიღება სამოქალაქო განათლების სწავლებასთან დაკავშირებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)