en
ge

საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღე

შიდა ქართლი. 18 ნოემბერს საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით  ხაშურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით  ქუჩაში სანქცირებული მსვლელობა მოეწყო. 
კლუბის წევრებმა მოამზადეს  პლაკატები, გავიდნენ ქუჩაში და  მძღოლებს და საზოგადოებას  მოუწოდეს  დაიცვან მოძრაობის წესები:  „შეიკარით ღვედი!", „ნუ დასხდებით საჭესთან ნასვამი!", „გავუფრთხილოდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!" ,  „პატივი ეცით  ერთმანეთს" და სხვა.
საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღის გამართვა სამოქალაქო კლუბმა  ხაშურის საპატრულო პოლიციასთან შეათანხმეს, მსვლელობის დროს მოსწავლეებს მათი უსაფრთხოების მიზნით  საპატრულო პოლიციის მანქანა მიაცილებდა. 
ღონისძიება განხორციელდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა პროგრამის"  ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)