en
ge

ტრენინგი მოსწავლეებისთვის თემაზე „ფასილიტაცია და თანასწორთა განმანათლებლობა“

იმერეთი. 21 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფასილიტაცია და თანასწორთა განმანათლებლობა". ტრენინგს ესწრებოდნენ სამიზნე სკოლის პროგრამაში ჩართული ლიდერი მოსწავლეები, რომელთაც პროგრამის სხვადასხვა კომპონენტებში მონაწილეობით დაუგროვდათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ტრენინგზე მსმენელები გაეცვნენ ფასილიტაციის ტექნიკებს და მიიღეს თანასწორთა განმანათლებელთათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ტრენინგის მონაწილეები ტრენინგზე მიღეებული გამოცდილებით შეძლებენ ფასილიტაცია გაუწიონ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამოქალაქო ფორუმებს.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH-Iinternational-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად
წყარო: kedec.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)