en
ge

კონფერენცია ახალგაზრდებისთვის...

შიდა ქართლი. ცენტრმა აფხაზეთმა პროექტის – „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" ფარგლებში სამიზნე სკოლებში (გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლა) სხვადასხვა საგანში მოსწავლეთა კონფერენციებს აწყობს.
ამჯერად დაგეგმილია კონფერენციების ჩატარება ფიზიკასა და მათემატიკაში. იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაუადვილდეთ თემებზე მუშაობა და მათი ნაშრომები უფრო საფუძვლიანი იყონ, ორგანიზაციამ დაგეგმა და ჩაატარა საველე გასვლა, რომლის დროსაც ფიზიკის კლუბის წევრები ესტუმრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე არსებულ ლაბორატორიებს. მოსწავლეებს ლაბორატორიებში მომუშავე სტუდენტებმა წარუდგინეს სხვადასხვა დანიშნულების სადემობსტრაციო ხელსაწყოები, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავდნენ ფიზიკურ მოვლენებსა თუ პროცესებს.
მათემატიკის კლუბების წევრებისთვის შერჩეულია თემატიკა, რომელიც ითვალისწინებს არქიტექტურაში გამოყენებულ გეომეტრიულ ფიგურებს. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოსწავლეები საველე გასვლის ფარგლებში იმყოფებოდნენ მცხეთაში, სადაც შეისწავლეს სვეტიცხოვლის ტაძრის შენობაში გამოყენებული დეომეტრიული ფიგურება, პროპორციები და გეომეტრიული ორნამენტები. მოსწავლეებმა გააკეთეს შესაბამისი ჩანახატები და მათთვის საინტერესო ფრაგმენტებს გადაუღეს სურათები. ყოველივე შეგროვებული მასალა მათ მიერ გამოყენებულ იქნება საკონფერენციო ნაშრომებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023