შიდა ქართლი. 17-18 ნოემბერს გორში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა პროგრამის" ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ტრენინგი სოციალური მედიის შესახებ. მასში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო კლუბების 10 მოსწავლემ.
ტრენინგზე მონაწილეებს აუხსნეს განასხვავება სოციალურ და ტრადიციულ მედიას შორის, გააცნეს ურნალისტიკის პრინციპები, ასწავლეს ბლოგის მართვა, განიხილეს ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და ასევე სოციალური მედიის არხების ფუნქციონირების პრინციპები.
ტრენინგი გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” დახმარებით.