სამცხე–ჯავახეთი. 20 ნოემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ოლეგ სანდროშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თამჯდომარემ, საფინანსო სამსახურის უფროსმა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.
როგორც გადაწყდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა განიხილონ და დაგეგმონ მომავალი წლის ბიუჯეტი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ბიუჯეტის პროექტში შესწორებები არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდგომ შეიტანონ.