en
ge

სერბეთისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარება ინფორმაციის თავისუფლების კუთხით

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომელიც ეფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციების Access Info Europe (ესპანეთი) და The Centre for Law and Democracy (კანადა) მიერ შემუშავებულ ინფორმაციის თავისუფლების გლობალურ რეიტინგს. რეიტინგის მიზანია ამა თუ იმ სახელმწიფოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის ანალიზი და შეფასება. რეიტინგის თანახმად, სერბეთის ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობა პირველ ადგილს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა 94 ქულით 30-ე ადგილს იკავებს
სწორად ამ გლობალური რეიტინგის ბაზაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განახორციელა სერბეთისა და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობათა ურთიერთშედარება, რომლის მიზანიცაა იმ ზოგადი, ინსტიტუციონალური და პროცედურული კომპონენტების გამოვლენა, რომლებიც უზრუნველყოფენ სერბეთის კანონმდებლობის მოწინავე პოზიციას ინფორმაციის თავისუფლების დარგში. ხოლო საქართველოს კანონმდებლობას, ხსენებული კომპონენტების გათვალისწინების შემთხევაში საშუალება მიეცემა მოწინავე გახადოს საჯარო ინფორმაციის ღიაობა და ხელმისაწვდომობა. 
კვლევა
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)