30 აპრილს, საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე და საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩართულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია შედგა.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" პროექტს.