en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფოს ურთიერთობები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფოს ურთიერთობები
თბილისი. 28 მაისს, „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში" საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს  იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც მესამე სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში არსებობს, ასევე მათი გადაწყვეტის გზებზე.

რეკომენდაციები ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშავდება, საზოგადობრივი ორგანიზაციების სამართლებრივი გარემოს, ფინანსური მდგრადობის, სახელმწიფო გრანტებისა და სახელმწიფოსთან დიალოგის კუთხით. რეკომენდაციები მზადდება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" (CTC) პროექტის – „დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის" – ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ საჯარო დისკუსიის წარმართვა და არსებული პრობლემების გადალახვის გზების ძიება. სულ დაგეგმილია 4 დოკუმენტის შექმნა სახვადასხვა საკითხზე, ესენია:

1. „საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ”. G-PAC- ის მიერ ჩატარებული სოციოლგიური კვლევის მთავარი საკითხები და პრობლემები;
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობები;
3.სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დონორების/საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობები;
4. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტანდარტები და თვითრეგულაციები.

ყოველი დისკუსიის შემდეგ, მასში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან შექმნილი სამუშაო ჯგუფები (სულ ოთხი თემატური ჯგუფი) მუშაობენ პრობლემების ანალიზსა და რეკომენდაციებზე. სულ პროექტის მანძილზე კეთდება ოთხი თემატური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციების ნაწილს. პროექტის ბოლოს, ამ ოთხ დოკუმენტზე დაყრდნობით, შემუშავდება ერთიანი ანგარიში, რომელიც განსახილველად წარედგინება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, პრესას და სხვა დაინტერესებულ პირებს.

აღნიშნული პროექტი მხოლოდ დოკუმენტების შექმნას ითვალისწინებს, მისი დანერგვა და იმპელმენტაცია კი ამ კონკრეტულ პროექტში გათვალისწინებული ჯერ არ არის.
„ეს პროექტი ითვალისწინებდა, მხოლოდ ასეთი ტიპის დოკუმენტების შექმნას. აქ მთავარი იყო პროცესი, რომ ეს დოკუმენტი დაეწერა არა ერთ, ან ორ ორგანიზაციას, ან დაქირავებულ ექსპერტს, არამედ ყოფილიყო ჩართულობის ფორმატი" – ამბობს პროექტის მენეჯერი, ანა მარგველაშვილი.

დისკუსიები ხორციელდება პროექტის – „დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის” - ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) – ეგიდით მიმდინარეობს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)