en
ge

შეხვედრა ქალაქ ოზურგეთის განვითარების სტრატეგიაზე

გურია. 29 აპრილს, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" ინიციატივით, ოზურგეთის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" საზოგადოებრივი ცოდნის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის მიზნით რეგიონულ დაგეგმარებაში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქალაქ ოზურგეთის განვითარების 3 წლიანი სტრატეგია.
შეხვედრის მიზანი კი საზოგადოების ჩართულობაა, რომლის დროსაც შესაძლოა ახალი პროექტი იშვას და იგი აისახება დოკუმენტში.
„თუ კი რამ ახალი ინიციატივა იქნება მოსახლეობაში, ჩვენ გთავაზობთ, რომ ვიქნებით შუამავალი რგოლი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, მზად ვართ ყველა ახალი ინიციატივა ვაქციოთ მცირე პროექტად, ჩვენ მას კომპლექსურად დავამუშავებთ და მივაწვდით ხელისუფლებას გეგმაში ცასადებად", აღნიშნა შეხვედრაზე ლევან ხინთიბიძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023