en
ge

საია მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი გავრცელებულ განცხადებაში მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია.
„...მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არსებობდეს სათანადო სახელმწიფოებრივი კონტროლის მექანიზმი - შრომის ინსპექცია, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები და მათ მიეცეთ სათანადო პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. აღნიშნული მექანიზმის შექმნის მიზნით, 2015 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა მთავრობის #38 დადგენილება, რომლითაც იქმნება „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა". თუმცა ვფიქრობთ, შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - წარმოდგენილი ფორმით ვერ იქნება ეფექტური და ვერ შეასრულებს სახელმწიფოს ვალდებულებას - უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები და დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვა ..", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)