თბილისი. მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო.
„ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირის მხრიდან იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი, როგორ უნდა შეერწყას იგი პრემიერის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტელეარხს, ვინ უნდა დასაქმდეს არხზე და შესაძლებელია თუ არა მისი დაფინანსება პრემიერის პირადი ჯიბიდან, მით უფრო მაუწყებელში ფინანსური პოლიციის რევიზიის ჩატარების ფონზე, შეშფოთების საფუძველს იძლევა". – ნათქვამია განცხადებაში
ორგანიზაცია მოუწოდებს სამოქალაქო ჯგუფებს, აქტიურად გამოიყენონ კანონმდებლობით განსაზღვრული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები, რათა მაუწყებლის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ეფექტურად იქნას უზრუველყოფილი და არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე.
წყარო: mdfgeorgia.ge