en
ge

კონფერენცია: „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს...“

თბილისი. 6 მაისს საქართველომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კონფერენცია: „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში". კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს საიას და სხვა არასამთავრობოების მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში რუსეთის ფედერაციის მოსმენისთვის, 2015 წლის 16 მარტის სესიაზე. ანგარიში შეეხება 2008 წლის ომის და შემდგომ პერიოდში რუსი და ოსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სამართალდარღვევებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ასევე, განიხილეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხი, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ და იმსჯელეს სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან მდებარე ქართულ სოფლებში მავთულხლართებთან დაკავშირებულ მიმდინარე საფრთხეებსა და პრობლემებზე.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მოცემულ თემაზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)