en
ge

„ჰერეთმა“ ახალი პროექტი დაიწყო

კახეთი. რადიო „ჰერეთმა" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს რადიო ბლოგების საშუალებით მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის ეფექტიან მონიტორინგს.
პროექტის მიზანია კონკურსის წესით შერჩეულმა მოქალაქეებმა ინოვაციური ფორმატის, რადიო ბლოგის საშუალებით ხელი შეუწყო კახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას.
პროექტის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში რადიოსადგური კახეთში 10 ბლოგერს მოამზადებს. ისინი მომზადდებიან სოციალური მედიის, გენდერისა და რადიო რეპორტინგის საკითხებში.
ბლოგერები შექმნიან 70-ზე მეტ რადიო ბლოგს საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გადაცემა რადიო ბლოგის სახით „ჰერეთის" ეთერში გავა და განთავსდება ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023