თბილისი. საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო. გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი არაერთ ღონისძიებას გამართავს, მათ შორისაა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი რადიო და ტელე გადაცემები, კინოჩვენებები და დისკუსიები გენდერული ძალადობის საკითხებზე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
კამპანია გაეროს ერთობლივი პროგრამის –"გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" – ფარგლებში ტარდება, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება.
წყარო: ginsc.net