en
ge

ახალგაზრდული საბჭო ახალ პროექტს იწყებს

კახეთი. თელავში, ახალგაზრდული საბჭო პროექტის განხორციელებას იწყებს. ორგანიზაციის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გააცნეს. პროექტის ფარგლებში, თელავის ქუჩებში 10 მოლბერტის განთავსება იგეგმება.
,,პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტერიტორიაზე მოლბერტებით ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენას. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებს ეკუთვნის. აღნიშნული მცირე პროექტის განსახორციელებლად 8000 ლარი გამოიყოფა თელავის მერიის ბიუჯეტიდან. ახალგაზრდები მერიასთან აქტიურ თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავენ", - აღნიშნავს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ია ანთაძე.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება" ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)