სამცხე-ჯავახეთი. 8 მაისს ახალციხეში, ასოციაცია „ტოლერანტისა" და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ლექცია–სემინარი გაიმართა: „ძლიერი სოფელი – ძლიერი სახელმწიფო". სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ფერმერებმა და სოფლის რწმუნებულებმა სოფლებში არსებული პრობლემები განიხილეს.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეკრებილებს, საფრანგეთში მომზადებული რეპორტაჟებიც აჩვენეს, სადაც მცირე ბიზნესით დასაქმებული ადამიანების პრობლემები იყო განხილული.
ლექციის ბოლოს, მონაწილეებმა სპეციალური კითხვარები შეავსეს. პროექტის ხელმძღვანელები ამ კითხვარის საშუალებით გაიგებენ, რა პრობლემები არსებობს სოფლებში და როგორია ეკონომიკური პოტენციალი.
„ძლიერი სოფელი - ძლიერი სახელმწიფო", 2014 წლის „მომავლის სოფელის" ლექციების ციკლის გაგრძელებაა. ლექცია-დებატების ფორმატი ხელს უწყობს როგორც ინფორმაციის გაცვლას, ასევე აადვილებს სოფლის მაცხოვრებელთა ინტერაქტიულ დიალოგში ჩართვას და ბიზნეს ინიციატივების იდეების გარშემო გახსნილ საუბარს.