en
ge

„სტალინის კულტი“...

შიდა ქართლი. 9 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტ „უცნობი საბჭოთა წარსულის” ფარგლებში მეექვსე ლექცია გაიმართა. თემაზე „სტალინის კულტი” ფილოსოფიის დოქტორმა ლაშა ბაქრაძემ ისაუბრა. მონაწილეთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა 9 მაისს გორის ცენტრში მიმდინარე აქცია სტალინის სურათებითა და საბჭოთა სიმბოლიკით. ახალგაზრდებმა სტალინის კულტის თეორიული ასპექტების გაცნობის პარალელურად, კულტის პრაქტიკაში გამოვლინება და საბჭოთა პროპაგანდის დღევანდელ საქართველოზე გავლენა საკუთარი თვალით ნახეს. შესაბამისად ლექციაც და ლექციის შემდგომი დისკუსიაც განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაცია „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)