გურია. 22 ნოემბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საზოგადოებრივ სექტორს ადგილობრივი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოუდგინა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა.
ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდგომ, გამართულ დისკუსიაში, საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები დააფიქსირეს.
დასასრულ, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი დაუბრუნდება მუნიციპალიტეტის გამგეობას და კორექტირებული ვარიანტი კვლავ წარედგინება საზოგადოებრივ სექტორს საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე.