en
ge

შეხვედრა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით

თბილისი. 13 მაისს ჩატარდა საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა" და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) საერთო ინიციატივით „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში.
საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით სტუმრებმა გააჟღერეს შემდეგი ინიციატივები: საპარლამენტო სესიების ავტორიზაცია, ინფორმაციის დროული მოწოდების აუცილებლობა, სამართლებრივი წყაროებისა და მრავალფეროვანი ინფორმაციის უზრუნველყოფა და ა.შ. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს არასამთავრობო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას, შეტყობინებების გაგზავნას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და საძიებო სისტემის ხელმისაწვდომობას.
სრულად...
წყარო: idfi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023