en
ge

სტუმარი გურიის სამოქალაქო კლუბებსა და საინიციატივო ჯგუფებში

გურია. 20 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამოქალაქო კლუბებიდან სტუმრად მოიწვიეს ფსიქოლოგი თამარ აბაშმაძე. 
შეხვედრის ძირითადი თემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ როგორ უნდა იურთიერთონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებთან, რათა მათ თავი განსხვავებულად არ იგრძნონ, რამდენად არის დღეს საზოგადოება ფსიქოლოგიურად და მენტალურად მზად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მისაღებად, თუკი არ არიან მზად, რა არის ამის მიზეზი და როგორია გამოსავალი. ხშირია შემთხვევები, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები თავად განიცდიან დისკომფორტს და აქვთ საზოგადოებაში გამოჩენის კომპლექსი. რა იწვევს ამას?
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, რომელთათვის ამ შეხვედრაში მონაწილეობა ორმაგად სასარგებლო იყო. მათ წელს მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში პროექტი დაუფინანსდათ, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. სტუმარი დაპირდა მათ ჩართულობას პროექტის განხორციელების პროცესში. 
ღონისძიება განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გურიაში პროგრამის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)