en
ge

შეხვედრა კაჭრეთში

კახეთი. გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში, კაჭრეთში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა საზოგადოებრივი კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და კოლეჯში არსებულ პირობებს გაეცნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მათ ასევე დაათვალიერეს თექის ხელოსანის სპეციალობის მესამე საფეხურის სტუდენტებისა და მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი უნიკალური თუშური ტრადიციებით დამუშავებული ნამუშევრები:
,,ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მატყლის დამუშავების, ქსოვისა და თექის დამუშავების პროცესებს. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია კოლეჯ „აისთან" თანამშრომლობს და მათი უშუალო ხელშეწყობით აქ ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)