სამეგრელო. 25 ნოემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის 13 წევრმა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალში. რომელიც ჩატარდა სოფელ ხურჩაში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართველების, აფხაზების, ოსების, აზერბაიჯანლების, სომხების, ბერძნების, თურქების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების, ტრადიციული ნაციონალური სამზარეულო.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული სამზარეულოს მრავალფეროვნების და სარგებლიანობის შესწავლა/დემონსტრირება, რაციონალური კვების შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ფესტივალზე რეცეპტები ჩაიწერეს, რომელსაც სამომავლოდ კრებულის სახით გამოსცემენ.
წყარო: kedec.ge