en
ge

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო კლუბის წევრები სტუმრობდნენ

გურია. 22 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ლანჩხუთის საკრებულოს ეწვივნენ და თავმჯდომარეს ბატონ ზვიად აფხაზავას შეხვდენენ. შეხვედრაზე კლუბის ახალ წევრებს თავმჯდომარემ საკრებულო საქმიანობა გააცნო და ასევე ესაუბრა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული  პროცესების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ყველაზე საინტერესო და ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აქტივობა-თამაში, რომლის ინიციატორი საკრებულო იყო. აქტივობაში მონაწილეობას იღებდა კლუბის 19 წევრი და მასპინძელი. თამაშს ასეთი სტრუქტურა ჰქონდა: მონაწილეებს დაურიგდა პატარა ფურცლები, რომლებზეც საზოგადოებრივი გაერთიანებების დასახელებები ეწერა. მაგ: ცხოველთა დაცვის საზოგადოება, გარემოს დამცველი ორგანიაზციები და ა.შ. 30 ასეთი პატარა ფურცლისგან კლუბის წევრებს უნდა აერჩიათ, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ბავშვების არჩევანი იყო თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. დასასრულს თითოეული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია თავად მასპინძელმა გააკეთა და უფრო ძირფესვიანად განუმარტა კლუბის წევრებს აღნიშნული დაწესებულებების მნიშვნელობა.
ვიზიტი განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გურიაში პროგრამის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)