en
ge

არასამთავრობოები რიგაში მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე ორი დღით ადრე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რიგაში, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ.
კონფერენცია 19 მაისს, 15 საათზე, რიგაში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ლატვიაში" დაიწყება. ღონისძიება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება პროექტის „ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი" ფარგლებში.
ანგარიშის პრეზენტაციას გახსნიან ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი დირკ შუბელი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვიქტორს მაკაროვსი, საქართველოს ელჩი ლატვიაში თემურ ჯანჯალია, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული შემდეგი სფეროების მონიტორინგის ანგარიშები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ციხის საერთაშორისო რეფორმა", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", კავშირი „საფარი", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".
მონიტორინგის ანგარიშები შეეხება შემდეგ საკითხებს: კანონის უზენაესობა და პროკურატურის რეფორმა საქართველოში; კორუფციასთან ბრძოლა; არაჰუმანური მოპყრობა და წამება; ბავშვთა, ქალთა, დასაქმებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვა.
საქართველოში ანგარიშის პრეზენტაცია რიგის სამიტის შემდეგ გაიმართება.
სრულად...
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)