კახეთი. თელავში, ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის" ჩატარდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება მათი განათლების გზით.
ღონისძიებაში მონაწილეობა 1000-მდე ახალგაზრდმა მიიღო. დღის მანძილზე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: ქუჩის კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მხიარული სტარტები და სხვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, რატი ბრეგაძეს განცხადებით, მსგავსი ფესტივალების ჩატარება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თელავის მერიასთან ერთად.
ფესტივალი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ.