en
ge

ახალგაზრდულ ცენტრის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გურია. 16 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებულ ახალგაზდული ცენტრის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, საინფორმაციო სემინარები ჩაატარეს.
სემინარის მთავარი მიზანი იყო მეტ ახალგაზრდას მიეღო ინფორმაცია ტოლერანტობის  არსისა და მნიშნელობის შესახებ. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა თავად გაუკეთეს ორგანიზება საინფორმაციო შეხვედრების მომზადებისა და ჩატარების პროცესს.
თემის უკეთ გასააზრებლად, სემინარის განმავლობაში ჩატარდა  რამდენიმე  ინტერაქტიური სავარჯიშო და სპეციალური ტესტის მეშვეობით გამოვლინენ ყველაზე ტოლერანტი მონაწილეები, რომლებსაც გადაეცათ  ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური საჩუქრები.
საინფორმაციო სემინარი ერთდროულად ჩატარდა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლაში და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საპრეზენტაციო დარბაზში, სემინარს ახალგაზრდული ცენტრსი მოხალისე მოზარდები უძღვებოდნენ.
ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს  პროგრამის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და განმახორციელებლი ორგანიზაციაა საქართველოს გაეროს ასოციაცია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)