სამცხე–ჯავახეთი. ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში 24 ნოემბერს, დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში სოციალური მედიის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ბაკურიანის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ სოციალური მედიის პრინციპებს, მიიღეს ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიის არჩევისას, ასევე საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულების გასავრცელებლად. მოსწავლეები შეძენილ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს თავიანთ სკოლებში.
ტრენინგზე მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგები თემებზე: ახალგაზრდა ომბუდსმენი (ადამიანის უფლებათა დამცველი); ახალგაზრდა მოხალისე; მოქალაქე ჟურნალისტი; ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი; ბუნების დამცველი.
პროგრამის – „სოციალური მედიის განვითარება რეგიონულ დონეზე" – ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური მედიის შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შორის. პროგრამას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს.