en
ge

საერთაშორისო ექსპერტი სოფლის მეურნეობის სფეროში

გურია. 20 მაისს ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო ექსპერტმა, რიჩარდ დეილმა გურიაში მცხოვრები ფერმერებისთვის მოცვის წარმოების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
ადგილობრივი ფერმერები გაეცნენ მოცვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდებს.
რიჩარდ დეილმა შეხვედრის დროს საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღეეები გაიხსენა.
«საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი დავინახე ბევრი ყურძენი, ვაშლი, ატამი, მაგრამ არა კენკრა. დავფიქრდი, რატომ არ მოჰყავთ საქართველოში კენკროვნები. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება. ვიცით, რომ კენკრის ღირებულება არის მაღალი და მისი მოყვანა მცირე ფერმაშიც შეიძლება. მაგალითად, 10 ჰექტარზე ვერ მოიყვანთ იმდენ ხორბალს, რომ ოჯახი არჩინოთ, ვერც ფერმას გააკეთებთ, მაგრამ თუ თქვენ კენკრას მოიყვანთ, 10 ჰექტრიდან მიღებული შემოსავალით ოჯახს არჩენთ. ჩემი ფერმა მხოლოდ 5 ჰექტარზეა აშენებული აქედან 80 %-ზეა მოცვი. თქვენთან კენკრის მოყვანა უკეთესადაც შეიძლება", _ თქვა რიჩარდ დეილმა.
შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი REAP მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)