en
ge

თესაუმ „ერასმუს მუნდუსის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს მუნდუსის” პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ტუშას ვიტერბოს უნივერსიტეტის დელეგაცია, პროფესორი ლორენცო ვენცი, ვიტერბოს უნივერსიტეტის „ერასმუს მუნდუსის” კოორდინატორი ანტონინო სკარელი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ანჯელა ფატორელი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროგრამის წარმომადგენლები გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს და საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს, შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ტუშას ვიტერბოს უნივერსიტეტის დელეგაციამ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, კაბინეტები და ბიბლიოთეკა დაათვალიერა, გარდა ამისა გაიმართა შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ირმა შიოშვილთან სადაც ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023