თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ბლოგს: „საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნულ ბანკს ხელს შეუშლის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში".
პარლამენტი ამჟამად განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბების თაობაზე.
„...ვფიქრობთ, რომ გასულ წელს ფინანსური მონიტორინგისა და ამჟამად საბანკო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევა ცალსახად ეროვნული ბანკის დასუსტებას ისახავს მიზნად. პოლიტიკური მოსაზრებებით და არა პრაქტიკული საჭიროებებით ნაკარნახევი საკანონმდებლო ინიციატივები ხელს ვერ შეუწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინიციატივა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც მმართველ გუნდს შეიძლება მოწონდეს ან არ მოწონდეს..", ნათქვამია ბლოგში.
წყარო: transparency.ge