en
ge

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

თბილისი. 28 მაისს, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო 15–მა ორგანიზაციამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.
„არასამთავრობოების შეფასება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების" კოალიციის ორწლიანი მმართველობის პირველ ორ წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტური და თავისუფალი იყო, ვიდრე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამ წინსვლისა, ანგარიშში განხილული ყველა მიმართულებით, ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევა დგას. ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებით, საანგარიშო პერიოდში თითოეული სფეროს მიხედვით იკვეთება როგორც მიღწევები, ისე – გამოწვევები".
ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), იდენტობამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, მრავალეროვანმა საქართველომ (PMMG), მწვანე ალტერნატივამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS), ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ".
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023