en
ge

კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროცესს ეხმაურება

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს. რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას და მისგან გამომდინარე ცვლილებებს.
კოალიცია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას, „მოახდინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია და შექმნას ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამიჯნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუმცა, მნიშვნელოვანია ამთავითვე აღინიშნოს, რომ ნაცვლად ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებებისა, აუცილებელია შემუშავებულ იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ერთიანი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსესუსურ ხედვას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)